Wednesday, May 13, 2015

პროექტი- ბავშვთა უფლებები

პროექტის სახელწოდება;  ბავშვთა უფლებები
პროექტის მთავარი იდეა;  (თემა)-ცხოვრებისეული მაგალითების საფუძველზე გააანალიზონ ის, თუ რა უფლებებს ანიჭებს მათ კანონი.გარდა იმისა, რომ სახელწიფო მოითხოვს ყველასგან კანონის დაცვას,იგი ამავე დროს ვალდებულიცაა,  დაიცვას ბავშვთა უფლებები.


პროექტის მოკლე აღწერა; ბავშვთა უფლებების კონვენცია. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ბავშვთა დაცვაზე.
მონაწილეთა ასაკი; VI კლასი. 11-12  წელი.
 ვადების ხანგრძლივობა; 1თვე.
მოსალოდნელი შედეგები; ბავშვთა უფლებების კონვენციის განხილვით,მოსწავლეები გაათვითცნობიერებენ კანონების მნიშვნელობას.გაიგებენ, რომ ყველაფერი ნებადართული არ არის და ცხოვრებისეულ მაგალითებს შეუსაბამებენ კონვენციაში არსებულ მუხლებს.ამასთანავე, გაიაზრებენ, როგორც უფლებებს,ასევე თავიანთ მოვალეობებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები; სახელმძღვანელო, Power Point,  პროექტორი.
პროექტის მსვლელობა;(ძირითადი აქტივობები);  მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად (3 ჯგუფი). თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება;
I ჯგუფი-ბავშვთა უფლებების კონვენციის კონკრეტული მუხლების წაკითხვა და გააზრება.
II ჯგუფი-კაზუსის წაკითხვა ,რომელშიც აღწერილია ბავშვის მიერ ჩადენილი დანაშაული.
III ჯგუფი- დაცვის მხარე,რომელიც განიხილავს დანაშაულს და შესაბამისი მტკიცებულებებით გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს. ჯგუფები  ერთი თვის განმავლობაში ითანამშრომლებენ და პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ თავიანთ არგუმენტებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; ისტორია,სამოქალაქო განათლება.
პროექტის ხელძღვანელი; ნინო დიღმელაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;   ndigmelashvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  http://ninodighmelashvili.blogspot.com/